უსაქმური გოგოს ბლოგი

ბოლო პოსტი
არის ერთი ბლოგი, რომლის არსებობის შესახებ ჯერ ალბათ არ გაგიგიათ, მაგრამ სჯობს, გაიგოთ. სამართლიანი იქნება, სანამ დავლინკავ, წარმოდგენა შეგიქმნათ იმაზე, რაზეც ვსაუბრობ. მოდი, დამატებითი მოტივაციისთვის  ბლოგის ავტორების შესახებ ვიტყვი ერთი–ორ სიტყვას. ეს ბლოგის უძლიერესი მხარეა (სამაგიეროდ, იმას დავმალავ, რომ ბლოგი ბლოგსპოტზეა :დ)

მოკლედ, ბლოგს  რამდენიმე ავტორი ჰყავს და ერთი შეხედვითაც ცხადია, რომ თითოეული მათგანი ძალიან მაგრად წერს.  მათი სახელები რამეს მაინც უნდა გეუბნებოდეთ: იაკობ გოგებაშვილი, მიხეილ ჯავახიშვილი, ილია ჭავჭავაძე, აკაკი წერეთელი, ვაჟა–ფშაველა, ნიკო ნიკოლაძე და კიდევ სხვები, ვისი სახელებიც ასევე არაა უმნიშვნელო.

თემატიკა _ დემოკრატიული ღირებულებებია: ქალთა, ბავშვთა და ზოგადად, ადამიანთა უფლებები, განათლება, სამოქალაქო აზროვნება, პრესის თავისუფლება, სასამართლოსთან დაკავშირებული საკითხები და ა.შ.

მე თვალი რომ გადავავლე, ცოტა დავსევდიანდდი. ის, რაზეც ჩვენი საზოგადოება ჯერაც ვერ შეთანხმებულა, აკაკისთვის, ვაჟასთვის, ილიასთვის და მათი თანამოაზრეებისთვის ცხადზე ცხადი იყო. მათ ესმოდათ,  რა მთავარია შემწყნარებლობა, ურთიერთპატივისცემა, თავისუფლება _ ყველაფერი ის, რის გარეშეც თანამედროვე სოციუმის არსებობა წარმოუდგენელია.

ვფიქრობ, ამ ბლოგზე განთავსებული ტექსტები ნებისმიერ ქართველს დაეხმარება იმის აღქმაში, რომ ის ღირებულებები, ჩვენი საზოგადოების ერთი ნაწილი  რომ ,,უცხოეთიდან გადმოღებულს” უწოდებს, ჩვენიცაა, ჩვენი კულტურის ნაწილია და სწორედ ამ კონტექსტში უნდა გავიაზროთ.

მე პატივს ვცემ  ადამიანებს, რომელთაც არ სჭირდებათ ავტორიტეტები იმისთვის, რომ ლიბერალურ საწყისებზე დადგნენ (მე თვითონ ასეთი არ ვარ).  მაგრამ ამავე დროს, მგონია, რომ ცუდს არაფერს ჩავიდენთ, თუ  მათ, ვისაც ეეჭვება, რომ ორჯერ ორი ოთხია, შევატყობინებთ, რომ ორჯერ ორი ილიასთვისაც ოთხი იყო.

ახლა კი შეიძლება ლინკზე გადასვლა, არა?

დემოკრატიული ღირებულებები ქართულ მწერლობაში

პ.ს. ეს უსაქმური გოგოს ბოლო პოსტია ამ ბლოგზე. თუ მოგენატრებით, იცით, სადაც უნდა მიპოვოთ

ანინას ბლოგი

ყველა ძალადობს
დღეს ვნახე, როგორ დაარტყა ბავშვს დედამ  რამდენჯერმე  მხოლოდ იმიტომ, რომ მას ნაყინი დაუვარდა. ადგილზევე გავშეშდი. დიდი ხანია, ეგეთ სცენას აღარ შევსწრებივარ. როგორ მინდოდა, რომ აღარც შევსწრებოდი.

ვიფიქრე, მივალ და ვეტყვი,  ბავშვის ცემა როგორ შეიძლება-მეთქი, თუმცა რომ გავიფიქრე, რას მიპასუხებდა, მისვლის სურვილი დამეკარგა. მეტყოდა ან:  შენი რა საქმეა? ან: ჩემი შვილია და როგორც მინდა, ისე მოვექცევი. ან: შენ გაზარდე შვილი უკეთესად. მეტყოდა და მერე რაღა უნდა მექნა? დავმდგარიყავი და მეკითხა ლექცია ბავშვთა უფლებებზე? შეამცირებდა თუ არა ეს განმეორებითი (განმესამებითი, განბევრებითი) ძალადობის შანსს? ვფიქრობ, რომ არა. საერთოდ, არა.

ცოტა ხნის მერე ამავე თემაზე ერთი ფრაზა გამახსენდა: რატომ მცემ, შენი გაზრდილი ვარ? პირველად დავაფიქსირე, რა საშინელი ფრაზაა. ცხადყოფს, რომ მშობელს (ამ შემთხვევაში, დედას) ნამდვილად აქვს  ცემის ლეგიტიმური უფლება. აბა რა, მასზე თუ ძალადობდნენ ჯერ მამა და მერე  ქმარი, თვითონაც ხომ უნდა იძალადოს ვინმეზე. სხვანაირად უსამართლობა გამოდის.

ამასწინათ ელფრიდე იელინეკის ,,საყვარლები” წავიკითხე. მოქმედება ავსტრიის პროვინციულ ქალაქში ვითარდება, მაგრამ დამიჯერეთ, ამას მხოლოდ სახელების კითხვისას თუ იგრძნობთ. სხვა ყველაფერი  მშობლიურად მოგეჩვენებათ.

მხოლოდ ერთ სცენას გადმოვწერ.

/პაულა პატარა გოგონაა, რომელიც შეყვარებულისგან დაფეხმძიმდება და საიდუმლოს დედას გაანდობს/

,,პაულა დედასთან მიცუნცულდება, რჩევა უნდა, როგორ მოქსოვოს და დაკემსოს კოხტა ცისფერი ან ვარდისფერი ჟაკეტები, რომლებსაც მოქსოვა, შეკერვა და მოქარგვა უნდა ერიხის ნაყოფისთვის. პაულას ნდობას, როგორც ყოველთვის სასტიკი ცემა და სიძულვილით სავსე ღრიანცელი მოჰყვება. პაულა ბეწვზე ჰკიდია. მთელი ადგილი არ დარჩა მომავალი დედის სხეულზე.

რა ამბავი ატყდება, მამა რომ გამოჩნდება!

აი, ისიც. დეპეშასავით მოხსენდა ახალი ამბავი_ ძვირფასი ცემის დრო რომ არ დაიკარგოს. დედა სულს ვერ ითქვამს პაულას ცემისგან, ის კი ამ ამბავში დიდად ვერ გარკვეულა, იცის მხოლოდ, რომ უნდა ჩასცხოს და ჩასცხოს.

როცა ყველაფერი სრულდება, პაულას ისეთი გრძნობა აქვს, რომ რაღაც უსიამოვნო საგანია და არა ის, რაც სინამდვილეშია _ ადამიანი”

მთელი წიგნი ასეთი სასტიკი სიმართლითაა სავსე. ერთგან ისიც კი წერია, ბავშვის სხეული საცემად ძალიან მოსახერხებელია, ერთი ეგაა, ფართობია პატარაო.

იქნებ, რჩევა–დარიგების ნაცვლად ეს წიგნი უნდა მეჩუქებინა მოძალადე დედისთვის? ვითომ წაიკითხავდა?

თავისუფალი არჩევანი
სანამ კარგი გოგო/ბიჭი ხარ, მშობლებიც ყველაზე კარგები არიან და შენც შეგიძლია  მოჩვენებითი თავისუფლებით დატკბე. სხვაგვარად რომ ვთქვათ, თუ ყოველდღე 8 საათზე ბრუნდები სახლში, მაშინ ვერასდროს გაიგებ, რა ისტერიკის მოწყობა შეუძლიათ მშობლებს, თუ ერთხელაც 12 ზე მიხვალ.  გგონია, რომ მშობლები პროფესიის არჩევაში სრულიად გენდობიან? აბა მსახიობობა მოინდომე, ან რამე ეგეთი ,,უქნარა” პროფესია და მერე განსაჯე. გგონია, რომ მშობლები მზად არიან ყველა მიიღონ, ვინც კი შეგიყვარდება? სულაც არა. რა თქმა უნდა, მხოლოდ იმ კანდიდატურას მიიღებენ, რომელიც მათთვის ისედაც მისაღებია და თან დაგაჯერებენ, რომ შენი არჩევანი  კომპრომისი კი არაა, უბრალოდ შენი არჩევანია.

თქვენი არ ვიცი და ჩემი მშობლებისთვის ზუსტადაა განსაზღვრული, როგორი უნდა იყოს ჩემი რჩეული:

არ უნდა იყოს ნასამართლევი

არ უნდა მოიხმარდეს არც მძიმე და არც მსუბუქ ნარკოტიკებს. არც ახლა და არც უწინ

უნდა სვამდეს ღვინოს

არ უნდა იყოს ცოლს გაშორებული

არ უნდა ჰყავდეს შვილი/შვილები.

უნდა ჰქონდეს საკუთარი ბინა. არც განვადებით ნაყიდი, არც მშენებლობის პროცესში მყოფი. უნდა ჰქონდეს ბინა, საკუთარი. ჰა-ჰა მშობლებიანი. ისიც მოხუცმშობლებიანი :დ

არ უნდა ჰქონდეს ვალები

უნდა ჰქონდეს დიპლომი და ნორმალური პროფესია

უნდა ჰქონდეს მაღალანაზღაურებად სამსახური

ჩვენს შორის განსხვავება არ უნდა იყოს 7-8 წელზე მეტი

და რა თქმა უნდა, ის უნდა იყოს ჩემზე დიდი და არა_ პირიქით

არ უნდა იყოს მელოტი

არ უნდა იყოს მსუქანი

არც დაბალი

არ უნდა იყოს სომეხი/ოსი/რუსი/აფხაზი/აზერბაიჯანელი/თურქი

არ უნდა იყოს აფროამერიკელი

უნდა იყოს მართლმადიდებელი

არ უნდა ჰქონდეს გრძელი თმა და წვერი

არ უნდა ეცვას დახეული ჯინსები

არ უნდა ჰქონდეს გახვრეტილი ყური. წარბზე და ტუჩზე ხომ საუბარიც ზედმეტია.

მისი მშობლები არ უნდა იყვნენ დაშორებულები

არ უნდა იყოს მდედრი. რა თქმა უნდა : ]

დანარჩენს ვერ ვიხსენებ. ამ მოთხოვნებში უამრავი რამის ამოკითხვა შეიძლება, რასიზმის, ქსენოფობიის, ჰომოფობიის .. მაგრამ რას ვიზამთ, მათ ვერ შევცვლი.

ისე, როგორ ფიქრობთ, ამდენი შეზღუდვის პირობებში თავისუფალი არჩევანის გაკეთება შეიძლება?

ბეტონი
არსებობს დღეები, როცა უბრალოდ გიწევს გარეთ იყო. იმიტომ, რომ ცუდ ხასიათზე ხარ, იმიტომ, რომ ვიღაცას ელოდები, იმიტომ,  რომ ჯერ სახლში არ გინდა მისვლა და რავიცი კიდევ რატომ. ასეთ დროს ძირითადად პარკში ვჯდები  და ვკითხულობ.  ქინდლში უამრავი წიგნი მაქვს, ჩანთაში _ 2. თუ ქინდლს ვირჩევ, პირველ რიგში ვაიფაის ვამოწმებ. ამ რიტუალს აზრი არ აქვს, უბრალოდ მინდა დავრწმუნდე,  რომ ვაიფაი ნამდვილად არ არსებობს. ან თუ არსებობს, პაროლი ადევს და თუ პაროლი ადევს, ეს პაროლი 12345678 არაა. პრინციპში, ყველა პრობლემას აქვს დადებითი მხარე.  ინტერნეტის არარსებობის პირობებში მარადიული დილემის [ წიგნი თუ ინტერნეტი] გადაჭრა გაცილებით ადვილია.  კითხვას ვიწყებ და 10 წუთში ვამჩნევ, რა მოუხერხებელია ხის სკამზე ჯდომა. მოვკალათდებოდი, მაგრამ ფეხების შეკეცვა ფორმიანებისგან სასტიკად აკრძალული მაქვს. სწორედ ამ დროს ჩემს თავში საიდანღაც შემოდის დასავლური სურათი: გოგონები და ბიჭები, რომლებიც წიგნებით ხელში დაბალ ხასხასა ბალახზე წვანან. მერე ეს სურათი გადის და სანაცვლოდ გადახეხილი, მოთელილი და რაღაცისუნიანი გაზონი რჩება. fuck my life

ბეტონის ღობეზე ვინაცვლებ. აქ შეგიძლია შეძლებისდაგვარად კომფორტულად მოთავსდე. ფეხები შეკეცო, ან მუხლებს დაეყრდნო, ან სულ ცოტათი წამოწვე კიდეც. კითხვას ვაგრძელებ, მაგრამ 2 წუთში ისევ ვჩერდები.

_ შეიძლება, რაღაც გითხრათ?_ მეკითხება შუა ხნის კაცი, რომლის მოახლოებაც არ მიგრძვნია.

_ მითხარით

ვერ ვხვდები, რა უნდა მითხრას ასეთი.. მეტისმეტად საქმიანი სახე აქვს იმისთვის, რომ ჩემს გასაცნობად იყოს მოსული.

_ ცუდად არ გამიგოთ, მაგრამ იცით, აქ არ შეიძლება თქვენი ჯდომა. მაინც, მანდილოსანი ბრძანდებით და თქვენთვისაა უკეთესი.  ოჯახი ხომ გინდათ, შვილი ხომ გინდათ. ცივია ეს. თქვენ ვერ გრძნობთ, მაგრამ ცივია.  ნელ-ნელა გართმევთ სითბოს და მერე.. პრობლემები გექნებათ. არა, მე ვინ მკითხავს, მაგრამ მაინც. დავინახე, რომ აქ ხართ და..  შვილი ხომ გინდათ. ახალგაზრდა ხართ.

მე ვიბნევი ასეთი  ფამილარობის გამო და სულ სხვანაირად ვუყურებ მზით გამთბარ ბეტონს. თურმე ეს ,,რაღაც” სითბოს ნელ-ნელა და ვერაგულად მართმევს. გული მწყდება, რომ მასში ასე შევცდი. გული მწყდება, რომ ასე გამაცურა. კარგი,  ეს გასაგებია, მაგრამ რატომ ღელავს ეს კაცი ჩემს საკვერცხეებზე?  უფრო სწორად, რატომ ღელავს უცნობი კაცი ჩემს საკვერცხეებზე? მე ხომ არ მივდივარ ყველა მწეველთან და არ ვაფრთხილებ, რომ მოწევა ფილტვების კიბოს რისკს ქმნის..  რა უნდა ვუპასუხო ამ კაცს? ვუთხრა, რომ არ მინდა შვილი? ვუთხრა, რომ ასეთი გამოსვლის გამო დედაჩემს მაგონებს? ან იქნებ ავუხსნა, რომ სჯობს, ყველამ თვითონ გადაწყვიტოს, იჯდეს თუ არა ბეტონზე.

_ იცით, მე მაინც არ მეყოლება შვილი. საშვილოსნო ამომკვეთეს _ ვამბობ და ამის თქმაზე ხმა სულ ოდნავ მეხლიჩება.

კაცი იბნევა. საუბრის ასეთი შებრუნება არ გაუთვალისწინებია.

_ ისა. მაპატიეთ. მაშინ იჯექით. ბოდიშით.

მხრებს იჩეჩავს და მიდის. მე კითხვას ვაგრძელებ.

ასე 1 საათის მერე ვდგები და ვფიქრობ, მართლა გათბა თუ არა ბეტონი უფრო მეტად ჩემი წყალობით. საჯდომზე ხელს ვიდებ. განსაკუთრებულ სიცივეს ვერ ვგრძნობ.

ისე, თუ შვილი არ მეყოლება, ბეტონის ნაცვლად  წიგნებს დააბრალეთ. ასე უფრო რომანტიკულია.

გულგრილობა
პოლიტიკაზე ვერ ვწერ. არ შემიძლია. არ გამომდის იმ მოვლენების ანალიზი, ქართულ პოლიტიკაში რომ  ხდება და პრინციპში, ინფორმაციაც არ მაქვს. იმდენი პარტია იქმნება, იმდენჯერ ერთიანდებიან და იშლებიან… ვერ ვეწევი. თვალს ვერ ვადევნებ. სერიალივითაა. დასაწყისი არ მინახავს და გაგრძელება არ მაინტერესებს.

შეიძლება, ეს პრობლემაა. შეიძლება ეს ჩემი პრობლემაა, ან ზოგადად,  ჩემი თანატოლების. ჩვენ ხომ პოლიტიკას ისე ვუყურებთ, როგორც შოუს (თუ საერთოდ ვუყურებთ). ყოველგვარი თანამონაწილეობის განცდის გარეშე. თითქოს, ჩვენი ბედი პარლამენტის გადაწყვეტილებებს ოდნავადაც არ უკავშირდებოდეს. თითქოს, ჩვენი ცხოვრება მართლა მხოლოდ არყის ბოთლების ერთმანეთისთვის გადაწოდება და მოსაწყენ ივენთებზე სიარული იყოს.

რისი ბრალია ასეთი გულგრილობა?

რატომ გვგონია, რომ არავითარი მნიშვნელობა არ აქვს,  დავინტერესდებით თუ არა პოლიტიკით? იქნებ იმიტომ, რომ მართლა არ აქვს მნიშვნელობა. იქნებ იმიტომ, რომ რაიმე პრობლემის გარშემო ხალხის გაერთიანების არც ერთი მაგალითი არ გვახსოვს, ხელისუფლების გადადგომის მოთხოვნით რომ არ დასრულებულიყო. იქნებ იმიტომ, რომ მოგვბეზრდა ჩვენი მშობლების უნაყოფო პოლიტიკური აჟიტირება და გვგონია, რომ რაც უფრო შორს ვიქნებით სამოქალაქო აქტივობისგან, უფრო მშვიდად ვიგრძნობთ თავს.

მიზეზი უამრავია.

საკუთარი ძალებისადმი უნდობლობით  დაწყებული, უპასუხისმგებლობით დასრულებული.

უპასუხისმგებლობის ცნებას დავაკონკრეტებ: თუ არაფერს აკეთებ ქვეყნისთვის, ძალიან ადვილია სხვების შეცდომები აკრიტიკო და თავი უკმაყოფილოდ იქნიო. ჰოდა, ჩვენც სწორედ ასეთები ვართ. გაწონასწორებულები, ცივები, სასტიკები. ყველას დანაშაულს ვხედავთ მიმდინარე მოვლენებში, ჩვენი თავის გარდა. ქვეყნის განვითარების საქმეში ყველას როლს ვაცნობიერებთ, ჩვენი თავის გარდა.

თუ თქვენ ქართველი ახალგაზრდები პროტესტით განმსჭვალული, ხმაურიანი და აქტიური მოქალაქეები გგონიათ, ცდებით. ისინი შეიძლება მართლა უკმაყოფილოები იყვნენ ბევრი რამით, მაგრამ ხელს გარანტიების გარეშე არ გაანძრევენ. მაუსის განძრევა კი ბევრს არაფერს შველის.

არ იფიქროთ, რომ ახლა საკუთარ თავზე არ ვსაუბრობ. მეც ზუსტად ეგეთი ვარ. კომპიუტერთან ჯდომა და მოუგვარებელ პრობლემებზე წუწუნი მირჩევნია რამე მართლა არსებითის წამოწყებას. ეს პოსტიც ამის მაგალითია.

ადრე მეგონა, რომ პოლიტიკისადმი ჩვენი გულგრილობა პროტესტის ერთ-ერთი ფორმა იყო. ახლა კი მგონია, რომ გულგრილობა სასოწარკვეთის ერთ-ერთი ფორმაა.

შესავალი (ნონ)კონფორმიზმში
ძალიან ზოგადად თუ ვიტყვით, კონფორმიზმი გაბატონებულ შეხედულებებთან შეგუებაა. კონფორმიზმი ნიშნავს, რომ იქ იყო, სადაც ყველაა და თავს კარგად გრძნობდე.

კონფორმიზმია _  სადაც მიხვალ, იქაური ქუდის მორგება და საერთოდაც, ,,მორგება” კონფორმიზმია.

ნონ-კონფორმიზმი არის რაღაც საშუალო სიმამაცესა და სიჯიუტეს შორის. ხანდახან ნონ-კონფორმიზმი  არის თავშესაფარი მათთვისაც, ვისაც კონფორმისტობა არ გამოუვიდა. ზოგჯერ ნონ-კონფორმიზმი გმირობააა, ხანდახან კი _ მარაზმი. ეს იმ შემთხვევაში თუ ნონ-კონფორმიზმს ხალხი უკვეთავს.  უმრავლესობის დაკვეთის შესრულება ხომ თავისთავად კონფორმიზმია.

მოკლედ, თუ ასრულებ უმრავლესობის დაკვეთას, იყო ნონ-კონფორმისტი, კონფორმისტი გამოდიხარ. ხოკაია?

ეს მცირე შესავალი იმისთვის დამჭირდა, რომ  დეფინიციები დაგვეზუსტებინა. დამეთანხმებით,  კამათების დიდი უმრავლესობა  სწორედ იმის გამო  არ წყდება, რომ მოკამათე მხარეები ერთსა და იმავე სიტყვაში სხვადასხვა მნიშვნელობას გულისხმობენ. ასე რომ, თუ პოსტის წაკითხვის შემდეგ ჩემთან შეკამათება მოგინდებათ, უკვე გეცოდინებათ, რა ენაზე მეკამათოთ.

ამ დღეებში იმდენი, იმდენი ისაუბრეს კონფორმიზმზე, რომ ერთი კარგი დაჯდომა და დაფიქრება დამჭირდა აზრების დასაწყობად. ჰოდა, დავფიქრდი და მივხვდი, რომ მთავარი შეცდომა, რომელსაც ამ თემაზე წამოჭრილ დისკუსიებში უშვებენ, არის ის, რომ კონფორმისტობას ხელისუფლების მხარდაჭერასთან აიგივებენ.  კონფორმისტობა არის იმ მხარეს დგომა, რომელ მხარეს დგომაც უფრო ხელსაყრელია, რაც სულაც არ ნიშნავს ყველა შემთხვევაში ხელისუფლებასთან დგომას. ხანდახან_რა საკვირველია, ნიშნავს, მაგრამ ამ განცხადებას თუ პირდაპირ, განუსჯელად მივიღებთ, გამოდის, რომ მხოლოდ ოპოზიციურად განწყობილი ხელოვანი შეიძლება იყოს ნონკონფორმისტი, რაც სიმართლე არაა და პლუს  ამას

ყველა, ვინც ოპოზიციურადაა განწყობილი, ნონ-კონფორმისტი არაა.

თავისთავად ისიც, რომ არტისტი ხელისუფლების მხარდამჭერია (თუ ეს მისი შემოქმედების წამყვანი ხაზი არაა) სულაც არ ნიშნავს იმას, რომ არტისტი კონფორმისტია. ხელოვანიც ხალხის ნაწილია და შეიძლება ისე უჭერდეს მმართველ ძალას მხარს, რომ ამაზე არ ამყარებდეს პირად წარმატებას. ძნელი დასაჯერებელია, მაგრამ ეგეთი შემთხვევებიც არსებობს.

ყველა, ვინც ხელისუფლებას უჭერს მხარს, კონფორმისტი  არაა.

შენიშვნა : საერთოდაც,  არა მგონია პოლიტიკურ მრწამსს კონფორმიზმ/ნონკონფორმიზმის დადგენის ამბავში ამხელა მნიშვნელობა ჰქონდეს.

პ.ს. თვითგამოცხადებულ ნონკონფორმისტებს ძალიან უყვართ ხოლმე თავის წამებულად წარმოდგენა: თითქოს ერთნი არიან უზარმაზარი მასის წინააღმდეგ. არადა, საკმარისია, გვერდით გაიხედონ და დაინახავენ, რომ თვითონაც მასას შეადგენენ. ასე რომ, თუ თქვენ ბანაკის იმ მხარეს ხართ, რომელ მხარეს ყოფნაც არ მოგწონთ ( სულ ერთია, ამ მხარის სახელწოდებას წინ აქვს თუ არა ,,ნონ”), დაიკიდეთ. ყველაფერი მაინც  პირობითია.

ღმერთის მოცემული შვილების შესახებ ანუ ნუ გააყალბებთ ყველაზე მთავარს
ამასწინათ ინტერნეტში ,,ჩიკაგო ტრიბუნის” საინტერესო  რუბრიკას გადავაწყდი: ჰკითხე ემი-ს ჰქვია.  ყველაფერზე ეკითხებიან, დაწყებული ინტერნეტ-დამოკიდებულებიდან, დამთავრებული სუიციდის თემატიკით. ერთმა კითხვამ განსაკუთრებით  მიიქცია ჩემი ყურადღება იმის გამო, რომ ეს თემა: რელიგიისა და სქესობრივი აღზრდის ურთიერთკავშირი_ ჩვენთანაც ძალიან აქტუალურია:

ძვირფასო ემი, მე და ჩემი ქმარი გულმხურვალე კათოლიკები ვართ და გადავწყვიტეთ, რომ ჩვენს 7 წლის ბიჭს ,,ცხოვრებისეული ფაქტების” შესახებ არაფერი ვუთხრათ, სანამ ზრდასრული არ გახდება.

მაგრამ ყველაფრის იგონირირება ვერ მოვახერხეთ და როცა ის პირველად დაინტერესდა საკითხით: საიდან მოდიან ბავშვები, ჩვენ ვუპასუხეთ, რომ როცა შვილი მთელი გულით გინდა, მას წმინდა მარიამი კართან გიტოვებს.

ჩემმა დამ კარგად იცის, როგორ ვუფრთხილდებით ჩვენი შვილის ფსიქიკას, მაგრამ ჩვენს არჩევანს პატივს არ სცემს. ის ახლა ფეხმძიმედაა და როცა სტუმრად გვეწვია, ეცვა მაისური, რომელსაც ,,ბავშვის მოლოდინში” აწერია.

მისი წასვლის შემდეგ კი ბავშვმა ისეთი კითხვები დამისვა, რომლებზე პასუხის გაცემაც ნამდვილად არ მინდოდა. რა უნდა ვქნა, თუ ეს პრობლემა მომავალშიც გაჩნდება?

მძიმე შემთხვევა არაა? ძალიან მეცოდება მათი შვილი, რომელიც სავარაუდოდ ვერასდროს მიიღებს სანდო ინფორმაციას სექსის შესახებ, ძალიან მალე დაიწყებს სქესობრივ ცხოვრებას, ვინმე გოგოს დააფეხმძიმებს და მერე გაკვირვებული იკითხავს: კი მაგრამ, მე ხომ წმინდა მარიამისთვის არაფერი მითხოვიაო?

ემიმ კი ასე უპასუხა:

ძვირფასო დედა: რა უცნაურიც არ უნდა იყოს, თვითონ მარიამისთვის იესო არავის დაუტოვებია კარებთან. ის ისევე გაჩნდა, როგორც სხვა ბავშვები ჩნდებიან, თუ წმინდა ჩასახვას არ გავითვალისწინებთ.

ბავშვი არაა გაზეთი, რომ კართან დაგიტოვონ.

იმ შემთხვევაშიც კი, თუ თქვენ არ გსურთ ჩასახვის ახნა, იმის აღიარება შვილთან ნამდვილად მოგიწევთ, რომ ბავშვები დედის სხეულში იზრდებიან და არა კარის საფეხურზე. გთხოვთ, ნუ გააყალბებთ ყველაზე მთავარს.

და თქვენ როგორ უხსნით თქვენს მცირეწლოვან  შვილებს ყველაზე მთავარს?

ორიოდე სიტყვა
მე არ ვარ ძალიან ჭკვიანი.

არც საკმარისად  განათლებული.

და არც უცნაური, როგორც უყვართ ხოლმე თქმა, როცა სათქმელი არაფერი აქვთ.

არ მიყვარს წიგნების კითხვა ფილოსოფიის შესახებ.

არ მიყვარს, როცა შენიშვნებს მაძლევენ

და საერთოდაც, დიდაქტიკა ნერვებს მიშლის.

ზოგიერთ საკითხთან დაკავშირებით საკუთარი პოზიცია არ გამაჩნია და იმ მხარის პოზიციას ვემხრობი, ვინც უფრო დიდ დროს ხარჯავს ჩემს დარწმუნებაზე.

არ მიყვარს, როცა კამათში ავტორიტეტებს ციტირებენ.

არ მიყვარს, როცა კამათი ისე წყდება, რომ ყველა არგუმენტის თქმას ვერ ვასწრებ.

ძირითადად მხატვრულ ლიტერატურას ვკითხულობ.

ვფიქრობ, რომ სტატისტიკას დიდი მნიშვნელობა აქვს.

ოღონდ საარჩევნო სტატისტიკა არ მაინტერესებს.

ტელევიზორს მაივიდეოზე ვუყურებ.

მუსიკას იუტუბზე ვუსმენ.

მიყვარს შავი იუმორი. ბოდიშს ვიხდი, როცა ეს ვინმეს არ მოსწონს და მერე ის ადამიანი მეც  აღარ მომწონს ხოლმე.

მეშინია ემოციების გამოხატვის. მეშინია, რომ ამის გამო არარაციონალურად ჩამთვლიან.

პოლიტკორექტულობისაც მეშინია.

მიყვარს საუბარი ლიტერატურაზე და ადამიანებზე.

არ მიყვარს საუბარი პოლიტიკურ მოძღვრებებზე.

ქვეყნიდან გაქცევის პერსპექტივა მომწონს, მაგრამ სერიოზულად არ განვიხილავ.

ბოროტი ადამიანების არსებობის არ მჯერა.

მაგრამ მჯერა გაუნათლებელი ადამიანების არსებობის

და მგონია, რომ ყოველგვარი შეუწყნარებლობა აქედან მოდის.

გეი მეგობრები არ მყავს.

იმიტომ რომ  ცოტა მეგობარი მყავს.

სიტყვის თავისუფლებას მეტ პატივს ვცემ, ვიდრე რელიგიურ გრძნობებს.

დემოკრატიას მეტ პატივს ვცემ, ვიდრე სახელმწიფოებრივ ინტერესებს.

ყველაზე დიდ პატივს კი ადამიანის სიცოცხლეს ვცემ.

მაგრამ არ ვიცი, ეს კონკრეტულად რაში გამოვხატო.

ამ წამს სრული ბედნიერებისთვის მჭირდება სიმშვიდე, სუფთა ჰაერი  და ხანგრძლივი ძილი.

ზოგადად კი,  უფრო ადეკვატურ საზოგადოებაზეც არ ვიტყოდი უარს.

მაგრამ ეგ ძილივით საჩქარო არაა. მერე იყოს. თუნდაც ხვალ დილისთვის.

გასათხოვარი, გათხოვილი, განათხოვარი..
საშინელებაა, როცა იცი, რომ ცხოვრების რა ეტაპზეც არ უნდა იყო, საზოგადოება მხოლოდ მამაკაცთან მიმართებით განგიხილავს და სტატუსებსაც ამის მიხედვით გაწებებს. აი, მე, მაგალითად, საზოგადოებისთვის გასათხოვარი ვარ, მიუხედავად იმისა, რომ ახლა გათხოვებას არ ვაპირებ და  შეიძლება საერთოდაც არ ვაპირებდე.

ის, ვინც პარტნიორთან ერთად ცხოვრობს, გათხოვილია. ვის რაში აინტერესებს, ჯვარი დაწერილი აქვს თუ არა, ან ოფიციალურად დამოწმებულია თუ არა ყველაფერი. ბიჭთან ერთად ცხოვრობს_ე.ი. სექსი აქვს. სექსი აქვს_ ე.ი. გათხოვილია.

ხანდახან ისეც ხდება, რომ წყვილი შორდება. ამ შემთხვევაშიც არ აქვს მნიშვნელობა,  ქორწინების დასასრული სადმე გაფორმდა ან ქორწინება მაინც თუ იყო გაფორმებული. გოგო ავტომატურად ,,განათხოვრებში” ინაცვლებს და იმ შემთხვევაშიც კი განათხოვარი რჩება, თუ კიდევ ერთხელ აპირებს დაქორწინებას.

და ბოლო: ყველაზე საშინელი_ შინაბერა. სულ ერთია, თავისი სურვილით თქვა ქალმა დაქორწინებაზე უარი, თუ უბრალოდ ასე მოხდა: 38 წლის ქალი უკვე შინაბერაა (შინ დაბერებული), მაშინ როცა,  38  წლის გათხოვილი ქალი ბებრად სულაც არ ითვლება. რა უსამართლობაა.

არ გეჩვენებათ, რომ ეს ყველაფერი შეურაცხმყოფელია?

მამაკაცებთან  ყველაფერი მარტივადაა. ცოლი არ მოუყვანია? 50 წლისაც რომ იყოს, მაინც უცოლოა და მეტი არაფერი.

გასათხოვარი, გათხოვილი, განათხოვარი, გაუთხოვარი, შინაბერა_ამ თითქოსდა უწყინარ სიტყვებში გენდერული სტერეოტიპების მთელი შეკვრა დევს და ოდესმე აუცილებლად მოგვიწევს მათი შეცვლა და სქემის გამარტივება. ამისკენ გადადგმული მნიშნელოვანი ნაბიჯი იქნება ,,single”სთვის ნორმალური ქართული  ეკვივალენტის მოძებნა.

თქვენ ეს თარგმანი მოგწონთ?

single - განმარტოებული; მარტოხელა, უცოლშვილო, უქმარშვილო : ]

მე_ არა. ხოდა, დავიწყოთ უკეთეს ვარიანტზე ფიქრი დღესვე : ]

სატანისტები
მე რომ სკოლაში ვსწავლობდი, ერთ 10 სატანისტთან მაინც ვმეგობრობდი. სატანისტები საკუთარი სურვილით ერქვათ, თორემ თანატოლებისგან მხოლოდ ის განასხვავებდათ, რომ ვიკიპედიაში ლავეის ბიოგრაფია ყურადღებით ჰქონდათ წაკითხული. საკმარისად უცნაურები იყვნენ იმისთვის, რომ ქუჩაში ხალხი მიშტერებოდა (რკინის აქსესუარები, გრძელი თმა, ტყავის შარვლები) და საკმარისად ჩვეულებრივები იმისთვის, რომ მათთან ურთიერთობა შესაძლებელი ყოფილიყო.

ხოდა, მეც ვურთიერთობდი.

ერთად ვხატავდით ხოლმე  ნახატებს, რომლებიც მხოლოდ ,,ლურჯა ცხენების” ილუსტრაციებად თუ გამოდგებოდა, ვწერდით  თეთრ ლექსებს სიკვდილზე ქართულად და ინგლისურად, ვუსმენდით დეს-მეტალსა და ბლექ-მეტალს და უნდა ვაღიარო,  რომ დროდადრო  ხელებსაც ვისერავდით.  აი, კატები კი არასდროს დაგვიხოცავს. არც სულები გამოგვიძახებია. ამისთვის ზედმეტად ჭკვიანები ვიყავით.

მე არასდროს მითქვამს, სატანისტი ვარ-მეთქი და არც ისინი ამბობდნენ ხშირად, მაგრამ როცა ამბობდნენ, თვითონვე ხალისობდნენ ამ ამბავზე. ვიცოდით, რომ ეს სტატუსი  რელიგიური ანეკდოტების მოყოლის უფლებას იძლეოდა და მორჩა. მეტი არც არაფერი.

მერე სკოლა დავამთავრეთ და ნელ-ნელა დავიშალეთ. მათ რა ბედი ეწიათ, არც კი ვიცი. ალბათ, გაიზრდებოდნენ, თმას შეიჭრიდნენ და რამე პროფესიას დაეუფლებოდნენ. ეჭვი მეპარება, ისევ ისეთები დარჩენილიყვნენ.

ჩემი ,,შავბნელი” წარსული სატანისტების შესახებ მომზადებული  სიუჟეტის გამო გამახსენდა. ამ გადმოსახედიდან ალოგიკური  მეჩვენა რამდენიმე თვითგამორკვევის გზაზე მდგომი ახალგაზრდის გამო ამხელა ამბის ატეხვა, მაგრამ რომ დავუკვირდი, მივხვდი, რომ ამ ერთი შეხედვით ჩვეულებრივ ვიდეოში ძალიან ცუდი ტენდენციები იკვეთებოდა.

,,მათმა თანაკლასელებმა არც კი იციან, რომ სასწავლო პროცესის დასრულების შემდეგ მათი კლასელები სასაფლაოზე მიდიან”

,,ისინი ჩვენ გვერდით ცხოვრობენ”

,, და ჩვენს შვილებთან ერთად სწავლობენ სკოლაში”

აი, ასე საუბრობდნენ ჟურნალისტები გამოკითხულ ახალგაზრდებზე, რომლებსაც ჩემი ღრმა რწმენით, ძალიან სჭირდებათ დახმარება. ასეთმა დამოკიდებულებამ  კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ წარმოუდგენლად რთულია,  საქართველოში განსხვავებული იყო. რთულია, რადგან თანადგომას ვერც ერთი მხრიდან ვერ იგრძნობ_ ოჯახი, სკოლა, საზოგადოება, მედია_ ყველა ზიზღნარევ ინტერესს მოგაგებებს.

ვაღიარებ, პროფესიონალურ მიდგომას ,,იმედისგან” არც ველოდი, მაგრამ საუბარი ნაიარევებს რომ შეეხო, სერიოზულად შევწუხდი.  გამახსენდა, მე რა ემოციურ ფონზე დავისერე ხელები (ვენები არა, მეორე მხარე) და როგორ მინდოდა, ჩემი თავისთვის რამე მევნო. სახლში სულ მეჩხუბებოდნენ, სკოლას ვერ ვიტანდი და თან მუდმივად შარში ვეხვეოდი. სავარაუდოდ, ამ ბავშვებსაც ზუსტად იმავე ამბებთან უწევთ გამკლავება. ჟურნალისტს კი მოტივებში გარკვევა არც კი უცდია, ისე დასვა ეს საშინელი კითხვა:  ვენების გადაჭრაში რა სიამოვნებას ნახულობთ?

სწორია, აბა რა..  ახალგაზრდები უთუოდ სიამოვნების მისაღებად ისერავენ ხელებს, სექტებს ჩვენი ბუნჩულა შვილების ჩასათრევად ქმნიან და  ბოროტი ტიპების ბრძანებებსაც ქართველი ერისთვის ზიანის მისაყენებლად ასრულებენ. აი, ასეთია ,,იმედის” რეალობა. სინამდვილეში კი ყველაფერი გაცილებით რთულადაა.  ნეტავ პრობლემა  მართლა სექტების წარმოსახვით მმართველებში იყოს და არა ოჯახებში, სკოლებსა და საზოგადოებაში. ნეტავ მართლა პიროვნებების გამორკვევა შველოდეს ყველაფერს..

p.s. აქ აუცილებლად უნდა დავამატო: ფიზიკურ შეურაცხყოფას  ჩემთვის ( და კანონისთვის) გამართლება არ აქვს და თუ სატანისტი სცემს თანატოლს, ის ისევე უნდა დაისაჯოს, როგორც არასატანისტები ისჯებიან ხოლმე. მე ვერც კატების ხოცვას ვუძებნი მორალურ ახსნას, მაგრამ… ახლა სულ სხვა რამეზე მინდა თქვენი ყურადღება გავამახვილო: არ გეჩვენებათ, რომ  საზოგადოებისგან გარიყული მოზარდების ხალხის მტრებად გამოცხადება უფრო დიდი დანაშაულია, ვიდრე სულების გამოძახება?