უსაქმური გოგოს ბლოგი

არის ერთი ბლოგი, რომლის არსებობის შესახებ ჯერ ალბათ არ გაგიგიათ, მაგრამ სჯობს, გაიგოთ. სამართლიანი იქნება, სანამ დავლინკავ, წარმოდგენა შეგიქმნათ იმაზე, რაზეც ვსაუბრობ. მოდი, დამატებითი მოტივაციისთვის  ბლოგის ავტორების შესახებ ვიტყვი ერთი–ორ სიტყვას. ეს ბლოგის უძლიერესი მხარეა (სამაგიეროდ, იმას დავმალავ, რომ ბლოგი ბლოგსპოტზეა :დ)

მოკლედ, ბლოგს  რამდენიმე ავტორი ჰყავს და ერთი შეხედვითაც ცხადია, რომ თითოეული მათგანი ძალიან მაგრად წერს.  მათი სახელები რამეს მაინც უნდა გეუბნებოდეთ: იაკობ გოგებაშვილი, მიხეილ ჯავახიშვილი, ილია ჭავჭავაძე, აკაკი წერეთელი, ვაჟა–ფშაველა, ნიკო ნიკოლაძე და კიდევ სხვები, ვისი სახელებიც ასევე არაა უმნიშვნელო.

თემატიკა _ დემოკრატიული ღირებულებებია: ქალთა, ბავშვთა და ზოგადად, ადამიანთა უფლებები, განათლება, სამოქალაქო აზროვნება, პრესის თავისუფლება, სასამართლოსთან დაკავშირებული საკითხები და ა.შ.

Read the rest of this entry »

დღეს ვნახე, როგორ დაარტყა ბავშვს დედამ  რამდენჯერმე  მხოლოდ იმიტომ, რომ მას ნაყინი დაუვარდა. ადგილზევე გავშეშდი. დიდი ხანია, ეგეთ სცენას აღარ შევსწრებივარ. როგორ მინდოდა, რომ აღარც შევსწრებოდი.

ვიფიქრე, მივალ და ვეტყვი,  ბავშვის ცემა როგორ შეიძლება-მეთქი, თუმცა რომ გავიფიქრე, რას მიპასუხებდა, მისვლის სურვილი დამეკარგა. მეტყოდა ან:  შენი რა საქმეა? ან: ჩემი შვილია და როგორც მინდა, ისე მოვექცევი. ან: შენ გაზარდე შვილი უკეთესად. მეტყოდა და მერე რაღა უნდა მექნა? დავმდგარიყავი და მეკითხა ლექცია ბავშვთა უფლებებზე? შეამცირებდა თუ არა ეს განმეორებითი (განმესამებითი, განბევრებითი) ძალადობის შანსს? ვფიქრობ, რომ არა. საერთოდ, არა.

Read the rest of this entry »

სანამ კარგი გოგო/ბიჭი ხარ, მშობლებიც ყველაზე კარგები არიან და შენც შეგიძლია  მოჩვენებითი თავისუფლებით დატკბე. სხვაგვარად რომ ვთქვათ, თუ ყოველდღე 8 საათზე ბრუნდები სახლში, მაშინ ვერასდროს გაიგებ, რა ისტერიკის მოწყობა შეუძლიათ მშობლებს, თუ ერთხელაც 12 ზე მიხვალ.  გგონია, რომ მშობლები პროფესიის არჩევაში სრულიად გენდობიან? აბა მსახიობობა მოინდომე, ან რამე ეგეთი ,,უქნარა” პროფესია და მერე განსაჯე. გგონია, რომ მშობლები მზად არიან ყველა მიიღონ, ვინც კი შეგიყვარდება? სულაც არა. რა თქმა უნდა, მხოლოდ იმ კანდიდატურას მიიღებენ, რომელიც მათთვის ისედაც მისაღებია და თან დაგაჯერებენ, რომ შენი არჩევანი  კომპრომისი კი არაა, უბრალოდ შენი არჩევანია.

Read the rest of this entry »

არსებობს დღეები, როცა უბრალოდ გიწევს გარეთ იყო. იმიტომ, რომ ცუდ ხასიათზე ხარ, იმიტომ, რომ ვიღაცას ელოდები, იმიტომ,  რომ ჯერ სახლში არ გინდა მისვლა და რავიცი კიდევ რატომ. ასეთ დროს ძირითადად პარკში ვჯდები  და ვკითხულობ.  ქინდლში უამრავი წიგნი მაქვს, ჩანთაში _ 2. თუ ქინდლს ვირჩევ, პირველ რიგში ვაიფაის ვამოწმებ. ამ რიტუალს აზრი არ აქვს, უბრალოდ მინდა დავრწმუნდე,  რომ ვაიფაი ნამდვილად არ არსებობს. ან თუ არსებობს, პაროლი ადევს და თუ პაროლი ადევს, ეს პაროლი 12345678 არაა. პრინციპში, ყველა პრობლემას აქვს დადებითი მხარე.  ინტერნეტის არარსებობის პირობებში მარადიული დილემის [ წიგნი თუ ინტერნეტი] გადაჭრა გაცილებით ადვილია.  კითხვას ვიწყებ და 10 წუთში ვამჩნევ, რა მოუხერხებელია ხის სკამზე ჯდომა. მოვკალათდებოდი, მაგრამ ფეხების შეკეცვა ფორმიანებისგან სასტიკად აკრძალული მაქვს. სწორედ ამ დროს ჩემს თავში საიდანღაც შემოდის დასავლური სურათი: გოგონები და ბიჭები, რომლებიც წიგნებით ხელში დაბალ ხასხასა ბალახზე წვანან. მერე ეს სურათი გადის და სანაცვლოდ გადახეხილი, მოთელილი და რაღაცისუნიანი გაზონი რჩება. fuck my life

ბეტონის ღობეზე ვინაცვლებ. აქ შეგიძლია შეძლებისდაგვარად კომფორტულად მოთავსდე. ფეხები შეკეცო, ან მუხლებს დაეყრდნო, ან სულ ცოტათი წამოწვე კიდეც. კითხვას ვაგრძელებ, მაგრამ 2 წუთში ისევ ვჩერდები.

_ შეიძლება, რაღაც გითხრათ?_ მეკითხება შუა ხნის კაცი, რომლის მოახლოებაც არ მიგრძვნია.

Read the rest of this entry »

პოლიტიკაზე ვერ ვწერ. არ შემიძლია. არ გამომდის იმ მოვლენების ანალიზი, ქართულ პოლიტიკაში რომ  ხდება და პრინციპში, ინფორმაციაც არ მაქვს. იმდენი პარტია იქმნება, იმდენჯერ ერთიანდებიან და იშლებიან… ვერ ვეწევი. თვალს ვერ ვადევნებ. სერიალივითაა. დასაწყისი არ მინახავს და გაგრძელება არ მაინტერესებს.

შეიძლება, ეს პრობლემაა. შეიძლება ეს ჩემი პრობლემაა, ან ზოგადად,  ჩემი თანატოლების. ჩვენ ხომ პოლიტიკას ისე ვუყურებთ, როგორც შოუს (თუ საერთოდ ვუყურებთ). ყოველგვარი თანამონაწილეობის განცდის გარეშე. თითქოს, ჩვენი ბედი პარლამენტის გადაწყვეტილებებს ოდნავადაც არ უკავშირდებოდეს. თითქოს, ჩვენი ცხოვრება მართლა მხოლოდ არყის ბოთლების ერთმანეთისთვის გადაწოდება და მოსაწყენ ივენთებზე სიარული იყოს.

რისი ბრალია ასეთი გულგრილობა?

Read the rest of this entry »

ძალიან ზოგადად თუ ვიტყვით, კონფორმიზმი გაბატონებულ შეხედულებებთან შეგუებაა. კონფორმიზმი ნიშნავს, რომ იქ იყო, სადაც ყველაა და თავს კარგად გრძნობდე.

კონფორმიზმია _  სადაც მიხვალ, იქაური ქუდის მორგება და საერთოდაც, ,,მორგება” კონფორმიზმია.

ნონ-კონფორმიზმი არის რაღაც საშუალო სიმამაცესა და სიჯიუტეს შორის. ხანდახან ნონ-კონფორმიზმი  არის თავშესაფარი მათთვისაც, ვისაც კონფორმისტობა არ გამოუვიდა. ზოგჯერ ნონ-კონფორმიზმი გმირობააა, ხანდახან კი _ მარაზმი. ეს იმ შემთხვევაში თუ ნონ-კონფორმიზმს ხალხი უკვეთავს.  უმრავლესობის დაკვეთის შესრულება ხომ თავისთავად კონფორმიზმია.

მოკლედ, თუ ასრულებ უმრავლესობის დაკვეთას, იყო ნონ-კონფორმისტი, კონფორმისტი გამოდიხარ. ხოკაია?

Read the rest of this entry »

 

ამასწინათ ინტერნეტში ,,ჩიკაგო ტრიბუნის” საინტერესო  რუბრიკას გადავაწყდი: ჰკითხე ემი-ს ჰქვია.  ყველაფერზე ეკითხებიან, დაწყებული ინტერნეტ-დამოკიდებულებიდან, დამთავრებული სუიციდის თემატიკით. ერთმა კითხვამ განსაკუთრებით  მიიქცია ჩემი ყურადღება იმის გამო, რომ ეს თემა: რელიგიისა და სქესობრივი აღზრდის ურთიერთკავშირი_ ჩვენთანაც ძალიან აქტუალურია:

ძვირფასო ემი, მე და ჩემი ქმარი გულმხურვალე კათოლიკები ვართ და გადავწყვიტეთ, რომ ჩვენს 7 წლის ბიჭს ,,ცხოვრებისეული ფაქტების” შესახებ არაფერი ვუთხრათ, სანამ ზრდასრული არ გახდება.

მაგრამ ყველაფრის იგონირირება ვერ მოვახერხეთ და როცა ის პირველად დაინტერესდა საკითხით: საიდან მოდიან ბავშვები, ჩვენ ვუპასუხეთ, რომ როცა შვილი მთელი გულით გინდა, მას წმინდა მარიამი კართან გიტოვებს.

ჩემმა დამ კარგად იცის, როგორ ვუფრთხილდებით ჩვენი შვილის ფსიქიკას, მაგრამ ჩვენს არჩევანს პატივს არ სცემს. ის ახლა ფეხმძიმედაა და როცა სტუმრად გვეწვია, ეცვა მაისური, რომელსაც ,,ბავშვის მოლოდინში” აწერია.

მისი წასვლის შემდეგ კი ბავშვმა ისეთი კითხვები დამისვა, რომლებზე პასუხის გაცემაც ნამდვილად არ მინდოდა. რა უნდა ვქნა, თუ ეს პრობლემა მომავალშიც გაჩნდება?

მძიმე შემთხვევა არაა? ძალიან მეცოდება მათი შვილი, რომელიც სავარაუდოდ ვერასდროს მიიღებს სანდო ინფორმაციას სექსის შესახებ, ძალიან მალე დაიწყებს სქესობრივ ცხოვრებას, ვინმე გოგოს დააფეხმძიმებს და მერე გაკვირვებული იკითხავს: კი მაგრამ, მე ხომ წმინდა მარიამისთვის არაფერი მითხოვიაო?

ემიმ კი ასე უპასუხა:

Read the rest of this entry »

Hire me if you can

riot grrrl აბორტი ამბოხი ანდერგრაუნდი აღდგომა აღზრდის მეთოდები ბერები ბიბლია ბლოგი განათლება გენდერი დაბადების დღე დამნაშავე დედა დეკრეტული შვებულება დიუმა ენდოკრინილოგი ვეგეტარიანელი ვიკიპედია თავისუფლება იაპონია იესო ილია მეორე ილუსტრაციები ინდი კამათი კანონი კაცი კონტრაცეფცია კრიმინალები კურტ კობეინი ლიბერალიზმი მაიკლ კანინგემი მამა მარხვა მასწავლებლები მეცნიერება მოვალეობა მოძღვარი მუსიკა მშობლები მწვადი ნათესავები პანკ-როკი პატრიარქი პორნო პროექტი რელიგია რუსთაველი საგზაო ნიშნები საზოგადოება საიდუმლო სირობა სექსი სმა სტერეოტიპები სტუმარი სუფრა სქესობრივი განათლება ტოლერანტობა ტრადიცია ტრაკი ფეისბუქი ფემინისტური მოძრაობა ფეხბურთი ქალი ქალი საჭესთან ქეიფი ღამის ძილი ღვედი შვედეთი შვილები შიდსი ხელისუფლება ხორცი ჰომოსექსუალობა
ბლოგი მომზადებულია ფონდ ”ღია საზოგადოება - საქართველოს” მხარდაჭერით. ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდ ”ღია საზოგადოება-საქართველოს” პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე. The views, opinions and statements expressed by the authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of Open Society Georgia Foundation. Therefore, the Open Society Georgia Foundation is not responsible for the content of the information material.