უსაქმური გოგოს ბლოგი

Posts Tagged ‘ბეტონი

არსებობს დღეები, როცა უბრალოდ გიწევს გარეთ იყო. იმიტომ, რომ ცუდ ხასიათზე ხარ, იმიტომ, რომ ვიღაცას ელოდები, იმიტომ,  რომ ჯერ სახლში არ გინდა მისვლა და რავიცი კიდევ რატომ. ასეთ დროს ძირითადად პარკში ვჯდები  და ვკითხულობ.  ქინდლში უამრავი წიგნი მაქვს, ჩანთაში _ 2. თუ ქინდლს ვირჩევ, პირველ რიგში ვაიფაის ვამოწმებ. ამ რიტუალს აზრი არ აქვს, უბრალოდ მინდა დავრწმუნდე,  რომ ვაიფაი ნამდვილად არ არსებობს. ან თუ არსებობს, პაროლი ადევს და თუ პაროლი ადევს, ეს პაროლი 12345678 არაა. პრინციპში, ყველა პრობლემას აქვს დადებითი მხარე.  ინტერნეტის არარსებობის პირობებში მარადიული დილემის [ წიგნი თუ ინტერნეტი] გადაჭრა გაცილებით ადვილია.  კითხვას ვიწყებ და 10 წუთში ვამჩნევ, რა მოუხერხებელია ხის სკამზე ჯდომა. მოვკალათდებოდი, მაგრამ ფეხების შეკეცვა ფორმიანებისგან სასტიკად აკრძალული მაქვს. სწორედ ამ დროს ჩემს თავში საიდანღაც შემოდის დასავლური სურათი: გოგონები და ბიჭები, რომლებიც წიგნებით ხელში დაბალ ხასხასა ბალახზე წვანან. მერე ეს სურათი გადის და სანაცვლოდ გადახეხილი, მოთელილი და რაღაცისუნიანი გაზონი რჩება. fuck my life

ბეტონის ღობეზე ვინაცვლებ. აქ შეგიძლია შეძლებისდაგვარად კომფორტულად მოთავსდე. ფეხები შეკეცო, ან მუხლებს დაეყრდნო, ან სულ ცოტათი წამოწვე კიდეც. კითხვას ვაგრძელებ, მაგრამ 2 წუთში ისევ ვჩერდები.

_ შეიძლება, რაღაც გითხრათ?_ მეკითხება შუა ხნის კაცი, რომლის მოახლოებაც არ მიგრძვნია.

Read the rest of this entry »


Hire me if you can

riot grrrl აბორტი ამბოხი ანდერგრაუნდი აღდგომა აღზრდის მეთოდები ბერები ბიბლია ბლოგი განათლება გენდერი დაბადების დღე დამნაშავე დედა დეკრეტული შვებულება დიუმა ენდოკრინილოგი ვეგეტარიანელი ვიკიპედია თავისუფლება იაპონია იესო ილია მეორე ილუსტრაციები ინდი კამათი კანონი კაცი კონტრაცეფცია კრიმინალები კურტ კობეინი ლიბერალიზმი მაიკლ კანინგემი მამა მარხვა მასწავლებლები მეცნიერება მოვალეობა მოძღვარი მუსიკა მშობლები მწვადი ნათესავები პანკ-როკი პატრიარქი პორნო პროექტი რელიგია რუსთაველი საგზაო ნიშნები საზოგადოება საიდუმლო სირობა სექსი სმა სტერეოტიპები სტუმარი სუფრა სქესობრივი განათლება ტოლერანტობა ტრადიცია ტრაკი ფეისბუქი ფემინისტური მოძრაობა ფეხბურთი ქალი ქალი საჭესთან ქეიფი ღამის ძილი ღვედი შვედეთი შვილები შიდსი ხელისუფლება ხორცი ჰომოსექსუალობა
ბლოგი მომზადებულია ფონდ ”ღია საზოგადოება - საქართველოს” მხარდაჭერით. ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდ ”ღია საზოგადოება-საქართველოს” პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე. The views, opinions and statements expressed by the authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of Open Society Georgia Foundation. Therefore, the Open Society Georgia Foundation is not responsible for the content of the information material.